F.S. Mackenzie Georgia
hr.geბუღალტრის ასისტენტი
თბილისიApply by 28 Nov 2026
F.S. Mackenzie Georgia აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ბუღალტრული დოკუმენტაციის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში:
საბანკო ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
შესყიდვებისა და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და RS.ge-ზე დადასტურება;
დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, მონიტორინგი და შედარების აქტების მომზადება;
სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა, სწორი და დროული ფინანსური ინფორმაციის მიწოდება;
ხელფასის დარიცხვის უწყისის მომზადება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება;
საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
მთავარი ბუღალტრის ყოველდღიური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განაღლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
MS Office-ის ცოდნა;
საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება - უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;
სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@fsmac.ge
სასიამოვნო იქნება თუ გახდებით ჩვენი გუნდის წევრი.
Source: hr.ge. Availability may change.