სასტუმრო შერატონ ბათუმი
hr.geბართენდერი
ბათუმიApply by 28 Nov 2026
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას ბართენდერის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა 2
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრებისთვის მრავალფეროვანი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და მიწოდება;
მენიუში არსებული კოქტეილების, ღვინოებისა და სხვა სასმელების რეცეპტების სრულყოფილი ცოდნა;
ბარში სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი კონტროლი;
მარაგების მონიტორინგი და საჭირო პროდუქციაზე შეკვეთების მომზადება;
სტუმრებთან თავაზიანი კომუნიკაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა.
საჭირო უნარები:
სამუშაო გამოცდილება ბართენდერის პოზიციაზე (სასურველია 5-ვარსკვლავიან სასტუმროში);
სასმელების მომზადების ტექნიკების და მიქსოლოგიის საფუძვლების ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
დინამიურ სამუშაო გარემოში სწრაფად მუშაობის უნარი;
კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: hr.sheratonbatumi@marriott.com
აუცილებლად მიუთითეთ, რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
Source: hr.ge. Availability may change.