სასტუმრო შერატონ ბათუმი
hr.geმიმტანი
ბათუმიApply by 28 Nov 2026
სასტუმრო შერატონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გახსნილია ვაკანსია მიმტანის პოზიციაზე
ადგილების რაოდენობა 10
ძირითადი მოვალეობები:
შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება. საჭირო უნარები:
სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
გუნდური მუშაობის უნარი;
კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
დეტალებზე ორიენტირებული;
სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: hr.sheratonbatumi@marriott.com
აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
Source: hr.ge. Availability may change.