Skip to main content
Back to all jobs

ჯეო კონსალტინგი

hr.ge

თარჯიმანი

თბილისიApply by 27 Nov 2026
საპროექტო/საზედამხედველო კომპანია "Geo Consulting" აცხადებს ვაკანსიას თარჯიმნის პოზიციაზე. ორგანიზაციის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო დრო: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: პროექტის ფარგლებში გასაცვლელი დოკუმენტაციის თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით; პროექტის მიმდინარეობისას თანამშრომლებთან, დამკვეთებთან და სხვა მხარეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა; სინქრონული თარგმანი შეხვედრების დროს (ქართულიდან ინგლისურად და პირიქით); თარგმნილი დოკუმენტების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში რედაქტირება; ხელმძღვანელის ან დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალების თარგმნა; დოკუმენტაციის თარგმნა პროექტირების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას; საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე სამუშაო ჯგუფთან ერთად გასვლა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალურად და წერილობით); თარგმნის გამოცდილება ტექნიკურ ან საინჟინრო კონტექსტში (უპირატესობად ჩაითვლება); პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ყურადღება დეტალების მიმართ; მოქნილობა და სხვადასხვა სამუშაო ფორმატზე სწრაფად ადაპტაციის უნარი. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: geoconsulting.hr@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

Source: hr.ge. Availability may change.