Skip to main content
Back to all jobs

გუდვილი

hr.ge

ჰოთ-დოგის მზარეული

თბილისიApply by 26 Nov 2026
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ჰოთ-დოგის მზარეულის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: ჰოთ-დოგის მომზადება დადგენილი რეცეპტისა და სტანდარტების შესაბამისად; პროდუქტის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა; სამუშაო სივრცის, ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა; მომხმარებლისთვის პროდუქტის დროულად და ხარისხიანად მომზადება; უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: პუნქტუალურობა და დისციპლინა; გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; ანაზღაურება: საათობრივი, მინ. 1200 ლარი + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: დიღომი, საბურთალო, თავისუფლების მოედანი; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577200712 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xinrAMLc გისურვებთ წარმატებას!

Source: hr.ge. Availability may change.