Skip to main content
Back to all jobs

სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო

hr.ge

საწყობის მიმღები ოპერატორი

თბილისიApply by 26 Nov 2026
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღები ოპერატორი პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს! ანაზღაურება: 1200-1300 ლარი მოვალეობები: პასუხისმგებელია პროდუქციის სწორად მიღებაზე. ვალდებულია პროდუქცია მიიღოს/მიითვალოს ზედნადებების შესაბამისად. ვალდებულია პროგრამული ანგარიშების სწორ წარმოებაზე. ვალდებულია დროულად დააბრუნოს პროდუქცია მომწოდებელზე და მოახდინოს შესაბამისი პროგრამული ოპერაცია ასრულებს უშუალო უფროსის მიერ მიცემულ სხვადასხვა დავალებებს წინამდებარე სამუშაო აღწერილობაში მოცემული ვალდებულებების გათვალისწინებით. მკაცრად დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები და კანონით დადგენილი ნორმები. ვალდებულია დაიცვას კომპანიაში არსებული ყველა ბრძანება/შიდა ინსტრუქცია, რომელიც ეხება მის საქმიანობას. მოთხოვნები: მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა; პასუხისმგებლიანობა; კომუნიკაბელურობა; პუნქტუალურობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. გისურვებთ წარმატებებს!

Source: hr.ge. Availability may change.