Skip to main content
Back to all jobs

ელემენტ კონსტრაქშენი

hr.ge

სამშენებლო პროექტების მენეჯერი

თბილისი · ქუთაისიApply by 25 Nov 2026
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი. „ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge „ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი ძირითადი მოვალეობები: პროექტის პროცესების ზედამხედველობა ( მასალის შესაბამისობა, პროექტთან თანხვედრა და სხვადასხვა სახის აქტების მომზადება); მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან; პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა; პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა; პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა, კონტროლი და მართვა; სამშენებლო რისკების შეფასება და პრევენცია; სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მოცულობების გადამოწმება; საპროექტო დოკუმენტაციების (არქიტექტურა, კონსტრუქცია, საინჟინრო) მართვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება; ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა; პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყოველდღიური რეპორტის მომზადება; რეგულარული შეხვედრების დაორგანიზება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება); პროექტის შრომის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა; პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით; მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad); სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. უნარ-ჩვევები: ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; კრეატიულობა; ორგანიზებულობა; პუნქტუალურობა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. სამუშაო პირობები: სამუშაო განაკვეთი - სრული; ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად; ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; კომფორტულ სამუშაო გარემოს; საწვავი; მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 27 ნოემბრამდე; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს!

Source: hr.ge. Availability may change.