Skip to main content
Back to all jobs

ოზონ ჯორჯია

hr.ge

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისიApply by 25 Nov 2026
ოზონ სეიფთი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. ვის ვეძებთ: B2B გაყიდვების სფეროში, სისტემურ კომპანიაში აქტიური გაყიდვების გამოცდილების მქონე კანდიდატს; 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე; კანდიდატს, რომელსაც შეუძლია კლიენტის წინააღმდეგობებთან ეფექტურად მუშაობა; მზადყოფნა კლიენტებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად; გაყიდვების გაფორმებისა და შემდგომი მართვის გამოცდილება; 1C, ERP და CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება, ასევე დროის ეფექტურად მართვის უნარი; დისციპლინირებულ, პასუხისმგებლიან და კეთილსინდისიერ თანამშრომელს; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა. მოვალეობები: კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია კლიენტებზე; პროდუქტის ღირებულებისა და უპირატესობების სწორად წარდგენა, რათა კლიენტის საჭიროებები და ამოცანები ეფექტურად გადაწყდეს; გაყიდვების გაფორმება და შემდგომი მართვა; ბაზრის, კონკურენტებისა და პოტენციური კლიენტების სეგმენტების ანალიზი; ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება და გაყიდვების შესაძლებლობების შექმნა; მსხვილ და სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება; გაყიდვების ახალი არხებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება; კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურებების პროფესიონალურად წარდგენა და პრეზენტაციების ჩატარება; კლიენტებისა და პროდუქციის ჯგუფების მიხედვით წლიური და ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა; კომპანიის კორპორაციული კულტურისა და შიდა წესების დაცვა; სასურველია კანდიდატს ჰყავდეს პირადი ავტომობილი და ფლობდეს B კატეგორიის მართვის მოწმობას. ჩვენ გთავაზობთ: ოფიციალურ დასაქმებას და საქართველოს შრომის კანონმდებლობის სრული დაცვით მუშაობას; კომფორტულ სამუშაო გარემოს; ხელფასი: გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე, ფიქსირებული 1800-2200 ლარი, შემდეგ ფიქსირებული + ბონუსი მოლაპარაკების შედეგად სამუშაო ადგილს: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 7ა; სტაბილურ და საიმედო სამსახურს მზარდ კომპანიაში; სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი – პარასკევი, 09:00 – 18:00; საწვავის, მობილური კავშირის, პირადი ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურებას. თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@ozon.com.ua; Info@ozon.com.ua "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 501 00 00 62

Source: hr.ge. Availability may change.