Skip to main content
Back to all jobs

ჯი სერვისი 2022

hr.ge

შესრულებების აღრიცხვის სპეციალისტი

თბილისიApply by 25 Nov 2026
სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მიმართულების კომპანია ეძებს ტექნიკური განყოფილების შესრულებების აღრიცხვის სპეციალისტს. ძირითადი მოვალეობები: ობიექტებზე პერიოდული ვიზიტი და შესრულებული სამუშაოების ადგილზე შემოწმება; ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა; შესრულებული სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა და ასახვა; ფორმა №2-ის მომზადება და შესრულებების სისტემაში/პროგრამაში შეტანა; შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება; სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ტექნიკურ განყოფილებასთან კოორდინაცია; საჭიროების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ფოტომასალისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება; შესრულებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამშენებლო სფეროში ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ხარჯთაღრიცხვისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვის ცოდნა; ფორმა №2-ის შედგენის გამოცდილება; Excel-ის კარგი ცოდნა; სამშენებლო სამუშაოების ძირითადი სახეობებისა და ტექნოლოგიების ცოდნა; ობიექტებზე გადაადგილებისა და ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. სასურველია: ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; AutoCAD-ის ცოდნა; შესაბამისი განათლება სამშენებლო/ტექნიკურ სფეროში. სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე სამუშაო ადგილი: თბილისი / ობიექტების მიხედვით გადაადგილება ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Office@Gservice-infra.com

Source: hr.ge. Availability may change.