ამბოლი
hr.geავტოპარკის და ლოგისტიკის სამსახურის სპეციალისტი
მცხეთაApply by 25 Nov 2026
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის და ლოგისტიკის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, ზაჰესი: პლატინის ქ. N2;
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.
ძირითადი მოვალეობები:
მძღოლების განაწილება და 1C პროგრამაში შემოსული შეკვეთების დამუშავება, მიწოდების დაგეგმვა, მიწოდების ვადების კონტროლი;
კომპანიის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე შეცვლილი სათადარიგო ნაწილებისა და გაწეული მომსახურების აღრიცხვიანობის წარმოება;
კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების საჭირო საწვავით დროული მომარაგება და აღრიცხვიანობა; საწვავების შეძენა, დარიცხვა და ხარჯვის კონტროლი;
სატრანსპორტო საშუალებების ტექ. დათვალიერებების აღრიცხვიანობა და ვადების კონტროლი;
კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებში არსებული ცეცხლმაქრების მდგომარეობისა და ექსპლუატაციის კონტროლი;
ავტომანქანების დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
კომპანიის საავტომობილო პარკის მენეჯმენტი და კომპანიის შიდა ქსელის ლოგისტიკური პროცესების მართვა;
რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და სხვა საორგანიზაციო საქმიანობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
ავტომანქანის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭება C კატეგორიის მქონე კანდიდატს.
აუცილებელი უნარები:
ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Source: hr.ge. Availability may change.