Skip to main content
Back to all jobs

განათლების ცენტრი LEAF

hr.ge

საუნივერსიტეტო მრჩეველი

თბილისიApply by 24 Nov 2026
შპს განათლების მართვის ჯგუფი - განათლების ცენტრი LEAF აცხადებს ვაკანსიას საუნივერსიტეტო მრჩევლის (College Counselor) პოზიციაზე. სამუშაო დროის ხანგრძლივობა: სრული განაკვეთი შერჩეული კანდიდატის ფუნქცია/მოვალეობები: უნივერსიტეტებისა და სასწავლო პროგრამების მოძიების მიზნით სამაგიდო კვლევის (Desk Research) ჩატარება; უნივერსიტეტისა და პროგრამების მისაღები პროცედურების შესახებ ინფორმაციის მოგროვება; ცენტრის მოსწავლეების უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსებაში დახმარება; ესებისა და CV-ის მომზადებაში დახმარება. უნივერსიტეტის მიმღებ კომისიასთან ინტერვიუსთვის მომზადება; უცხოელ სტუდენტებისთვის ქართულ უნივერსიტეტებში განაცხადის გაკეთებაში დახმარება; უცხოელ სტუდენტებისთვის უნივერსიტეტთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისიხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთობაში დახმარება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად); ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა; საერთაშორისო და ქართული საგანმანათლებლო სისტემების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე (Microsoft Office, Power Point, Excel, Google Meet, Zoom, Google Docs) გამოყენება; პიროვნული თვისებები: ორგანიზებულობა; გუნდური მუშაობა; პუნქტუალურობა; შემოქმედებითობა; დროის მართვა; სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება; შედეგიანი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია. შერჩევის პროცესი: დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@leaf.ge განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 26.11.2026 გისურვებთ წარმატებას!

Source: hr.ge. Availability may change.