Midea
hr.geპრომოუტერი / გაყიდვების კონსულტანტი
ზუგდიდიApply by 24 Nov 2026
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდში გორგიას ფილიალში, პრომოუტერი/გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს არსებული აქციების შესახებ;
ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები;
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია);
სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
კომუნიკაბელურობა;
თავაზიანობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
დისციპლინირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი.
ბონუსი მინიმუმ 300-1000 ლარი.
კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00 სთ დან 19:00 სთ მდე;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://midea.selfrecruit.ge/s/4fpH
Source: hr.ge. Availability may change.