Skip to main content
Back to all jobs

Midea

hr.ge

მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კვლევის მენეჯერი

თბილისიApply by 24 Nov 2026
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კვლევის მენეჯერის“- პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: მომსახურების მონიტორინგის - მომხმარებლის (ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ჩაბარებულ პროდუქციაზე - ტექნიკის შოურუმის, ონლაინ გაყიდვებისა და სერვისის მომხმარებლები) გამოცდილების სატელეფონო კვლევის განხორციელება წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით; მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია , შუალედური და საბოლოო რეპორტების მომზადება; საანგარიშო თვის ბოლოს ხელმძღვანელისათვის სრული რეპორტის წარდგენა (იხ.რეპორტის ფორმა); ქოლ-ცენტრის ოპერატორების, სერვის-ცენტრის კოორდინატორების , საწყობის დისპეჩერის, მიწოდების ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგის განხორციელება: თითოეული ოპერატორის, კოორდინატორის, საწყობის დისპეჩერის და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის Random 10 ზარი თვისა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში; ონლაინ გაყიდვების სპეციალისტების Random 10 მიმოწერა თვისა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში; ზარების შეფასება როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური პარამეტრების მიხედვით - ქოლ -ცენტრის ეფექტიანობისა და ხარისხის შესაფასებელი ინდიკატორების მეშვეობით. (იხ. შეფასების ფორმა); მიღებული შედეგების აღრიცხვა შესაბამის ფორმაში და ხელმძღვანელისათვის წარდგენა მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში საკითხის მოკვლევა. ინფორმაციის შეგროვება და დეტალური ადმინისტრირება საკითხის შესახებ შესაბამის განყოფილებასთან. საბოლოო უკუკავშირის დაბრუნება მომხმარებლისათვის. ძირითადი მოთხოვნები: Excel - ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა; თავაზიანობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; დისციპლინირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი; ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1150 ლარი. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 6 საათამდე; სამუშაო ადგილი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქN7; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://midea.selfrecruit.ge/s/GswE

Source: hr.ge. Availability may change.