Skip to main content
Back to all jobs

გუდვილი

hr.ge

გრილის მზარეული

თბილისიApply by 24 Nov 2026
გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას გრილის მზარეულის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: ხორცის და ბოსტეულის გრილზე შეწვა რეცეპტების შესაბამისად; ხორცის დამარინადება; გრილის ტემპერატურის კონტროლი; სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესში; გრილის ტექნიკის მოვლა და რეგულარული გასუფთავება. ძირითადი მოთხოვნები: პროფესიული, კულინარიული განათლება ან გამოცდილება; პროდუქტების ცოდნა და კერძების მომზადების ტექნიკების ფლობა; სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1500ლ + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: დიღომი, საბურთალო, ვაკე; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fxW9MKbd გისურვებთ წარმატებას!

Source: hr.ge. Availability may change.