ჯეო მედი
hr.geცხელი ხაზის ოპერატორი / 24 საათიანი
თბილისიApply by 24 Nov 2026
სამედიცინო კომპანია ჯეო მედი აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის (24 საათიანი) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
შემომავალი ზარების მიღება და პაციენტის საჭიროებების სწორად განსაზღვრა;
კომპანიის სამედიცინო მომსახურებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
გამოძახების ჩანიშნვა და ვიზიტის ოპტიმალური დროის შეთანხმება;
გამოძახების დეტალების შესაბამისი ექიმისთვის ან ეკიპაჟისთვის გადაცემა;
გამოძახებული ეკიპაჟის გადაადგილების კონტროლი GPS სისტემის საშუალებით;
გამოძახების პროცესის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პაციენტთან, ექიმთან ან
ეკიპაჟთან კომუნიკაცია;
მომსახურების მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად და დროულად
დაფიქსირება;
ინფორმაციის სისტემაში აღრიცხვა;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
გამართული მეტყველება და ეფექტურიკომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
სტრესულ სიტუაციაში მშვიდად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
სწრაფი აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
გუნდური მუშაობის უნარი;
სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს;
პროფესიულ და მეგობრულ გუნდს;
კონკურენტულ ანაზღაურებას;
განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
ადგილმდებარეობა: თბილისი. დიდი დიღომი. ი.პეტრიწის 2.
სამუშაო გრაფიკი:
22:00 – 10:00 (თვეში 20-21 მორიგეობა) [*პრიორიტეტი] - ანაზღაურება: 1500 ₾
10:00-10:00 (24 საათიანი მორიგეობა) - ანაზღაურება: 1 მორიგეობა 150 ₾
10:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი-კვირა დასვენება) - ანაზღაურება: 1500 ₾
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.geomedi@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
Source: hr.ge. Availability may change.