თოდუას კლინიკა
hr.geმიმღებ-რეგისტრატორი
თბილისიApply by 24 Nov 2026
თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მიმღებ-რეგისტრატორი,
ძირითადი მოვალეობები:
დახმარებისთვის მომართული პაციენტების დაკვალიანება, საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის სივრცეებში გადამისამართება;
რეგისტრატურის სივრცეში პაციენტთა რიგებისა და ნაკადის დამოუკიდებელი მონიტორინგი, რიგების მოწესრიგება და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება;
ელექტრონული რიგის აპარატით სარგებლობასა და შესაბამისი მომსახურების ბილეთის აღებაში პაციენტების დახმარება;
პაციენტის მომართვის/მოთხოვნის შემთხვევაში, მათი წინასწარი ჩაწერა ექიმის კონსულტაციებსა და დიაგნოსტიკურ კვლევებზე;
კვლევებისა და ანალიზების პასუხების ამობეჭდვა, გაცემა და მოთხოვნის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა კონფიდენციალურობის წესების დაცვით;
პაციენტთა დიდი ნაკადის დროს, პაციენტთა რეგისტრაცია და შესაბამის ელექტრონულ სისტემებში მონაცემების დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
მომსახურების სფეროში, მიმღების (მითერის), რეგისტრატორის ან ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნაც;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
გამართული მეტყველება, თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
დინამიკურ გარემოში მუშაობის, დროის ეფექტურად მართვისა და ოპერატიულად მოქმედების უნარი;
ემპათია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00–17:00. (შაბათი, კვირა დასვენება)
სამუშაო ადგილები: ცენტრალური ფილიალი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13;
დიღმის ფილიალი: თბილისი, ლუბლიანას ქ. №21.
დამატებითი სარგებელი:
Todua Cares - უფასო სამედიცინო მომსახურება კლინიკაში;
FitPass - სპორტულ-გამაჯანსაღებელი ქსელის ხელმისაწვდომობა;
ფინანსური მხარდაჭერა ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;
წელიწადში ორჯერ დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;
სტაბილური, განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/cJJMSRgb
Source: hr.ge. Availability may change.