Shaurma Club
hr.geIT სისტემური და ქსელის ადმინისტრატორი
თბილისიApply by 21 Nov 2026
შპს. „მასტერ ფუდი“ წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე „Shaurma Club“-ის სახელით არის ცნობილი.
აცხადებს ვაკანსიას IT სისტემური და ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე
ანაზღაურება: 4000 ლარი
ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარ მეფის გამზ.7
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით
აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
საბუღალტრო პროგრამა Fina-ს ცოდნა აუცილებელია
ძირითადი მოვალეობები:
ქსელის კონფიგურაცია - ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
პერსონალისთვის დახმარების დროულად აღმოჩენის უნარი და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება.
ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა;
სერვერული ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, კონფიგურაცია, მონიტორინგი;
ტექნიკური დახმარება (Helpdesk):
სათვალთვალო კამერების (IP და ანალოგური), NVR/DVR ჩამწერების კონფიგურაცია და კამერების დისტანციური წვდომის გამართვა.
IT ტექნიკის ბაზრის ცოდნა, ფასების შედარების, ოპტიმალური აპარატურის შერჩევისა და შესყიდვების ორგანიზების უნარი.
პიროვნული თვისებები:
ლოგიკური აზროვნება და რთული ტექნიკური გაუმართაობების სწრაფად აღმოფხვრა
ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი.
კომუნიკაციის უნარი
გუნდური მუშაობა
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას
კომფორტული სამუშაო გარემოს
მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდს
აუცილებელია რეზიუმე/CV-ში მიუთითოთ მინიმუმ ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია!
აუცილებელია წარმოადგინოთ სარეკომენდაციო წერილი!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr.shaurmaclub@gmail.com გთხოვთ, სრულყოფილად წარმოადგინოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
Source: hr.ge. Availability may change.