Ark Invest
hr.geუძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
თბილისიApply by 21 Nov 2026
„Ark Invest“ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვებგვერდი: https://arkinvest.ge/
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით;
მომხმარებელთა ბაზის მართვა – მონაცემების მუდმივი განახლება, სიზუსტის და სანდოობის უზრუნველყოფა;
პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა და პროექტების სრულყოფილად ცოდნა;
პოტენციური კლიენტებისა და ინვესტორებისთვის უძრავი ქონების ობიექტებზე ვიზიტების ორგანიზება და განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უპირატესობად ჩაითვლება გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად, განსაკუთრებით საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობისთვის;
პიროვნული თვისებები:
მოლაპარაკების წარმოების უნარი;
განვითარებაზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
„Ark Invest“ ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ კომპანიის ზრდასა და განვითარებაში;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 11:00–19:00
ანაზღაურება: 2000 ლარიდან (გამომუშავებით)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გამოხმაურება“ ღილაკის საშუალებით.
Source: hr.ge. Availability may change.