Skip to main content
Back to all jobs

King Solomon Hotel

hr.ge

ღამის ცვლის ადმინისტრატორი

ბათუმიApply by 21 Nov 2026
სასტუმრო „კინგ სოლომონი“ აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: 5/2, სრული განაკვეთი — 8-საათიანი სამუშაო დღე. ძირითადი მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა — სავალდებულო; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება — სასურველი; პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა; სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი. ძირითადი მოვალეობები: სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გასვლის პროცედურების უზრუნველყოფა; ჯავშნების მართვა და სასტუმროს პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეყვანა; სტუმრების შეკითხვებზე პასუხის გაცემა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება; გადახდების მიღება და ანგარიშგების წარმოება; ღამის ანგარიშის მომზადება და ცვლის სათანადოდ გადაბარება; პრობლემებისა და საგანგებო შემთხვევების შესახებ მენეჯერის დროული ინფორმირება; სტუმრების პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მეილზე : info@kingsolomon.com.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995511102018

Source: hr.ge. Availability may change.