Skip to main content
Back to all jobs

თბილღვინო

hr.ge

მტვირთავი

თბილისიApply by 21 Nov 2026
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.tbilvino.ge „თბილღვინო“ აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე ჩამოსხმის, მზა პროდუქციის და დამხმარე მასალების საამქროში. ძირითადი ამოცანები: ჩამოსასხმელ ხაზთან მუშაობა; დამხმარე მასალებით ხაზის მომარაგება; საექსპორტო და ადგილობრივი გაყიდვების საწყობში მუშაობა; შეკვეთების მომზადებაში მონაწილეობა. სამუშაო პირობები: ყოველთვიური ანაზღაურება 1000-1200 ლარი (NET) წლიური პრემია შესრულების ხარისხიდან გამომდინარე. სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით სარაჯიშვილის #2; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, I ცვლა - 08:00 – 17:00 / II ცვლა - 10:00 – 19:00. შესვენება - 1 საათი; კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 595 895 418 ან გამოგზავნეთ ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge

Source: hr.ge. Availability may change.