GLI
hr.geუსაფრთხოების ოფიცერი
ბათუმიApply by 21 Nov 2026
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე ბელვიუ რეზიდენს ბათუმში (რუსთაველის #40)
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება შენობა/ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
შენობა/ობიექტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
კომპანიის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის პერიოდული შემოვლა/დათვალიერება;
გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები; გაატაროს პრევენციული ღონისძიებები;
იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;
მოახდინოს კამერების მონიტორინგი ;
ნებისმიერ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოახდინოს სწრაფი რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება;
კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება და ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს ;
უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ორგანიზებული;
გუნდური მუშაობის უნარი;
დროის მართვის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ბათუმი, რუსთაველის #40
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1200
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
კვებითი უზრუნველყოფა
ჯანმრთელობის დაზღვევა
50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, რესტორან "Pelion", Eforea Spa
70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“
ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში
50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;
20%-იან ფასდაკლებას რესტორან რუსთაველში;
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nuvhv/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
Source: hr.ge, jobs.ge. Availability may change.