ბს/2 ჯორჯია
hr.geოფისის მენეჯერი
თბილისიApply by 21 Nov 2026
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის- ადმინისტრატორის პოზიციაზე.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგი "Penki Kontinentai"-ს შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის ქ. N6 (დიდუბიდან ვუზურნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ (1სთ. შესვენება)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500-2000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით)
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
კომპანიის ყველა სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირების ორგანიზება;
კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების კონტროლი და შევსება;
დიასახლისის, მებაღისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და მონიტორინგი;
თანამშრომელთა მივლინებების ადმინისტრირება;
ტაქსის აპლიკაციის მართვა;
ავტომობილების დაზღვევის ადმინისტრირება;
სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ინგლისური B1 დონეზე ცოდნა;
რუსული B2 დონეზე ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
კვალიფიკაციის მუდვმივად ამაღლების შესაძლებლობას;
საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
ჯანმრთელობის დაზღვევასა და Fitpass;
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ
ბმულს: https://hel-ai.com/apply/eIMN8PBb
Source: hr.ge. Availability may change.