საქართველოს ცემენტების კომპანია
hr.geბუღალტრის თანაშემწე
ფოთიApply by 20 Nov 2026
შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ აცხადებს ვაკანსიან ბუღალტრის თანაშემწეს პოზიციაზე;
ვაკანსიის მდებარეიბა: ქ.ფოთი
პოზოცია: ბუღალტრის თანაშემწე
სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1 საათი შესვენება)
შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სასაქონლო-მატერიალური მარაგების (ნედლეული, სახარჯი მასალები და სხვა მარაგები) მოძრაობის კონტროლი და შესაბამისი ოპერაციების სააღრიცხვო სისტემაში ასახვა;
მარაგებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა: შესყიდვა, გადაადგილება, ჩამოწერა და ნაშთების კონტროლი;
თანამშრომელთა კვების სარგებლის დაანგარიშება და დარიცხვა, ასევე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
სახარჯი მასალების პროგრამული ჩამოწერის პროცესის კონტროლი და შესაბამისი ჩამოწერის აქტების მომზადება;
მენეჯმენტის შიდა სააღრიცხვო ფაილებში მიმდინარე საწარმოო პროცესების ასახვა, მათ შორის წარმოებისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა;
საწვავის შესყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და პროგრამაში ასახვა;
საწვავის ჩამოწერის პროცესის კონტროლი და შესაბამისი ჩამოწერის აქტების მომზადება;
პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
ბუღალტრული აღრიცხვის პროცესში საჭირო ინფორმაციის მომზადება და შესაბამის თანამშრომლებთან კოორდინაცია.
საჭიროების შემთხვევაში, მთავარი ბუღალტრის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროპესიული განათლება.
სასურველია წარმოების სფეროში სამუშაო გამოცდილება
მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
ქართული ენის სრულყოპილად ცოდნა.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
საბურალტრო პროგრამა balance-ის და oris-ის ცოდნა
დეტალებზე ორიენტირებულობა.
პასუხისმგებლობა.
გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
დეტალებზე ორიენტირებული.
გუნდური მუშაობის უნარი.
პუნქტუალურობა.
პასუხისმგებლობა.
კეთილსინდისიერება.
კომპანია უზრუნველყოფს:
ჯანმრთელობის დაზღვევა
კორპორატიული ნომერი
კომფორტული სამუშაო გარემო
კანდიდატების შერჩევა მოხდება:
სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gcco.ge 20 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: ბუღალტრის თანაშემწე
გისურვებთ წარმატებას!
Source: hr.ge. Availability may change.