არქ-კონი
hr.geხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
თბილისიApply by 20 Nov 2026
კომპანია „არქ-კონი“ აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. არქ-კონის სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონი მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ჩანტლაძის ქ. #11გ.
სამუშაო განაკვეთი: სრული; (ორშაბათი-შაბათის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე)
ძირითადი მოვალეობები:
სამშენებლო პროექტების მიხედვით ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, მოცულობების დათვლა და BOQ-ის დეტალური დამუშავება;
პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
სამუშაოების შესრულების გრაფიკის მომზადება BOQ-ის საფუძველზე;
სამუშაოებისა და მასალების საბაზრო ფასების კვლევა, განფასებების მომზადება და ოპტიმიზაცია;
სატენდერო პაკეტების მომზადება, შემოსული წინადადებების შედარებითი ანალიზი და შეფასება;
მიმდინარე დანახარჯების კონტროლი, ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის მონიტორინგი და ანალიზი;
შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ასახვა;
შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მიხედვით ჩამოწერის აქტის მომზადება;
მშენებლობის პროცესში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების შედარება საბიუჯეტო ხარჯებთან;
ცვლილებების ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
ტექნიკურ, არქიტექტურულ და საინჟინრო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური, ფინანსური ან ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით);
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
სამშენებლო ტექნოლოგიების ცოდნა (საფასადე სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
კომპიუტერული პროგრამების (MS Word & Excel, MS Project) ცოდნა;
AutoCad/ ArchiCad (ნახაზების/პროექტების წაკითხვის დონეზე);
ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
დროის ეფექტური მართვის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;
FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
კორპორატიული ნომერი (ულიმიტო სასაუბრო წუთები)
კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ფიქსირებული ანაზღაურება (Net): 2000 – 2500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად).
როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?
თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე k.orvelashvili@arch-con.ge-ზე
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!
Source: hr.ge. Availability may change.