სასტუმრო მარგო
hr.geმიღება-განთავსების აგენტი
თბილისიApply by 20 Nov 2026
სასტუმრო მარგო აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების აგენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და სასტუმროდან გასვლის პროცედურების განხორციელება;
სტუმრებისთვის სასტუმროს მომსახურებებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
სტუმრების მონაცემების სასტუმროს მართვის პროგრამაში ზუსტად ასახვა;
სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
სტუმრების შეკვეთებისა და მოთხოვნების დამუშავება და დროული რეაგირება;
სტუმრების პრეტენზიებისა და პრობლემების პროფესიონალურად მართვა;
სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
ანგარიშსწორების პროცესის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
სამუშაო სივრცის მოწესრიგებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
კომუნიკაბელურობა და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა;
გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@margot.ge
Source: hr.ge. Availability may change.