კლინიკა რეიმანი
hr.geრადიოლოგის ასისტენტი
თბილისიApply by 19 Nov 2026
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგის ასისტენტების პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
შიდა პროგრამაში ჩანაწერების წარმოება;
პაციენტების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შედეგების მონიტორინგი ექიმის მითითებით;
პაციენტის ელექტრონული ისტორიის წარმოება და პროგრამაში მუშაობა ექიმის მითითებით;
პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ექიმის მითითებით;
პაციენტის გასინჯვა და ინსტრუმენტული კვლევაში მონაწილეობა ექიმის მითითებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტი.
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
ცოდნა, უნარები:
ინგლისური ენის ცოდნა;
საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
დროის მენეჯმენტი;
კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი, #3
გლდანი, მ.ნოზაძის ქუჩა #12
შერჩევის ეტაპები:
მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
ინდივიდუალური გასაუბრება.
ტესტირება
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას;
პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ
ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/ffauok3t7y7lgqyr?src=Hr.ge
Source: hr.ge. Availability may change.