Skip to main content
Back to all jobs

Ave.New-ახალი გამზირი

hr.ge

მშენებლობის ზედამხედველი

თბილისიApply by 19 Nov 2026
დეველოპერული კომპანია შპს ,,ქეფითალ სითი გრუფ ინვესთ’’-ი Ave.New -ახალი გამზირი, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მშენებლობის ზედამხედველი მოვალეობები: გაეცნოს და შეისწავლოს სამშენებლო პროექტი, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სტანდარტები და სტანდარტული კვანძების მოწყობის წესები; ობიექტზე ყოველდღიურად აკონტროლოს სამშენებლო პროცესები და შეასრულოს საზედამხედველო მოვალეობები; აკონტროლოს სამშენებლო სამუშაოების ხარისხი და ვადები; მუდმივად შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა; ობიექტზე აკონტროლოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დარღვევის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს; აზომოს ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები; მოითხოვოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისგან სამშენებლო ნორმების დაცვა; გამოავლინოს ობიექტზე სტანდარტებიდან გადახვევა, დაუდევრობით ან გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული ცვლილებების არსებობა და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; მოაწეროს ხელი ფარული სამუშაოების ოქმებს; დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს დარღვევების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სამშენებლო ვადების და ღირებულების ცვლილება; დაესწროს დაკვალვის სამუშაოებს და აკონტროლოს სამუშაო პროცესი; სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას აღმოაჩინოს და დაარეგისტრიროს დაუსრულებელი ან/და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, აცნობოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს და უშუალო ხელმძღვანელს; აკონტროლოს ხარვეზის გამოსწორება და ტემპები; ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით; მინიმუმ ერთი დასრულებული მრავალბინიანი პროექტის მართვის გამოცდილება; აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad), MS Office პროგრამების ცოდნა; სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი; ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: გუნდური მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა; დეტალებზე ორიენტირების უნარი; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; დროის მართვის უნარი; პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; მოქნილობა ცლილებების მიმართ. გთხოვთ,დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV აღნიშნულ მეილზე: info@avenew.ge

Source: hr.ge. Availability may change.