მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი
hr.geსაკრედიტო ოფიცერი
ქუთაისი · ბათუმი · თბილისიApply by 19 Nov 2026
მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე თბილისში,ქუთაისსა და ბათუმში.
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word" და " Microsoft Excel").
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
გამართული მეტყველება;
კომუნიკაბელურობა;
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ენერგიულობა;
ორგანიზებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: 1875 ლარი (GROSS) (დამოკიდებულია კანდიდატის კომპეტენციასა და სამუშაო გამოცდილებაზე).
დამატებით სამი სახის საბონუსე სისტემა.
ჩვენ გთავაზობთ:
სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
პროფესიული ტრენინგებს;
კორპორაციულ ღონისძიებებს;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ლინკს https://bermeli.selfrecruit.ge/s/wnDK0
Source: hr.ge. Availability may change.