ამბოლი
hr.geსაცალო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი
თბილისიApply by 19 Nov 2026
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი: კომპანიის საცალო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელობა, გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და დასახული კომერციული მიზნების მიღწევა.
ძირითადი მოვალეობები:
საცალო გაყიდვების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელება;
საცალო გაყიდვების გეგმებისა და ძირითადი ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) განსაზღვრა, ფილიალებისა და გაყიდვების გუნდების დონეზე განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
გაყიდვების შედეგებზე პასუხისმგებლობა, გეგმიდან გადახრების მიზეზების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ინიციატივების დანერგვა;
გაყიდვების გუნდის შედეგების მართვა, მოტივაციისა და გაყიდვითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
მომხმარებელთა საჭიროებებისა და შესყიდვის ქცევის ანალიზი, კონვერსიის, საშუალო ჩეკისა და განმეორებითი გაყიდვების ზრდაზე მუშაობა;
დამატებითი და ჯვარედინი გაყიდვების მიდგომების განვითარება და დანერგვა;
მარკეტინგისა და პროდუქტის მიმართულებებთან თანამშრომლობა გაყიდვების მასტიმულირებელი კამპანიებისა და შეთავაზებების დაგეგმვისა და მათი ეფექტიანობის შეფასების მიზნით;
ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, გაყიდვების პროგნოზებისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით;
გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
საცალო გაყიდვების მართვისა და გაყიდვების ზრდის მიმართულებით მიღწეული შედეგები;
მნიშვნელოვანი უპირატესობა მიენიჭება საბანკო ან სადაზღვევო სექტორში საცალო გაყიდვების მართვის გამოცდილებას;
გაყიდვების გუნდების მართვის, მიზნების დასახვისა და შედეგების შეფასების გამოცდილება;
გაყიდვების სტრატეგიის, ბიუჯეტის, პროგნოზებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების გამოცდილება;
გაყიდვების მონაცემების ანალიზისა და ძირითად ეფექტიანობის მაჩვენებლებზე მუშაობის გამოცდილება;
საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, კარგად ცოდნა;
სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
მკაფიო ორიენტაცია გაყიდვების ზრდასა და შედეგების მიღწევაზე;
სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
გუნდის ხელმძღვანელობის, მოტივირებისა და განვითარების უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესრულების კონტროლის უნარი;
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Source: hr.ge. Availability may change.