შექმენი შენი იდეალური CV/რეზიუმე მარტივად
და გაზარდე დასაქმების შანსები

შეარჩიე სივის ფორმა და დაიწყე შენი სივის შექმნა ახლავე

CV შექმნა

We’ve done all the work so you can get the job

თქვენი გამორჩეული რეზიუმე

შექმენი იდეალური რეზიუმე Mycv.ge-ზე, გაზარდე დასაქმების შანსები

CV Builder App

თანამედროვე, გამორჩეული დიზაინი, Drag n Drop ფუნცქიონალი

შეარჩიე შენზე მორგებული შაბლონი

CV შაბლონი და გამზადებული ბილდინგ ბლოკები

PDF ფორმატის დაგენერირება

გადმოწერე ან გაირე რეგისტრაცია სამომავლო ცვლილებებისთვის

რჩევები როგორ გავაკეთოთ სივი

რა არის რეზიუმე/სივი?

რეზიუმე არის პირადი და პროფესიული გამოცდილების, უნარებისა და განათლების მოკლე მიმოხილვა. მისი მთავარი მიზაინია, პოტენციურ დამსაქმებელთან თქვენი თავისა და უნარების მაქსიმალურად წარმოჩენა.

სწორად შედგენილი რეზიუმე დასაქმების შანსებს მნიშვნელოვანად ზრდის. თუ გსურს გაიგო, ეს როგორ მოახერხო, მაშინ გაეცანი ჩვენს მოკლე გზამკლვევს და სივის შექმნის ვიდეო გაკვეთილს.

როგორ უნდა შეადგინოთ რეზიუმე პირველი სამსახურისთვის?

მაშინ როცა, სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ, რეზიუმეს შედგენა შეიძლება, განსაკუთრებით რთული მოგეჩვენოთ. ამას ემატება ინტერნეტ სივრცეში არსებული მაგალითები, სადაც ინფორმაციის 80% -ს სამუშაო გამოცდილება წარმოადგენს.

კარგი ამბავი ის არის, რომ დამწყებ პოზიციასა და სტაჟირებაზე რეზიუმის გაგზავნისას თქვენგან მდიდარ სამოუშაო გამოცდილებას არავინ ელის. ყურადღება გამახვილდება თქვენს განათლებაზე, მოხალისეობრივი გამოცდილებზე, ჰობსა და ინტერესებზე.

მდიდარი სამუშაო გამოცდილების გარეშე კონკურენტუნარიანი რეზიუმის შედგენაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.

რა ჩავწეროთ რეზიუმეში?
  • პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია(მობილური,ელ-ფოსტა)...
  • მოკლე მიმოხილვა თქვენს შესახებ
  • განათლება
  • გამოცდილება
  • პიროვნული თვისებები
  • პროფესიული უნარები
  • უცხო ენები
რა თანმიმდევრობით განვათავსოთ ინფორმაცია რეზიუმეში?

როგორც წესი, უმჯობესია ინფორმაცია განათავსოთ ქრონოლოგიურად(ძველიდან ახლისკენ). თუმცა, რა თქმა უნდა შეგიძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვანი გამცდილება დასაწყისშივე მიუთითოთ.

რამხელა უნდა იყოს რეზიუმე?


ძირითად ერთ გვერდიანი რეზიუმე სავსებით საკმარისია, თუმცა თუ ფიქრობთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანის დამატება გსურთ, 2 გვერდამდე გაზრდაც შესაძლებელია.

როგორ დავწეროთ რეზიუმეს მოკლე მიმოხილვა?

მოკლე მიმოხილვა რეზიუმეს ერთ-ერთი საყურადღებო ნაწილია. არ უნდა აჭარბებდეს 3-4 წინადადებას, მოკლედ, თუმცა მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს თქვენს მესიჯსა და პროფესიულ გამოცდილებას.
მაგალითად:
„მაქვს x-წლიანი გამოცდილება [სფეროს დასახელება]. გამოვირჩევი მაღალი პასუხისმგებლობითა და ორგანიზებულობით. დაინტერესებული ვარ x სფეროში დასაქმებით.“

რა უნდა დაწეროთ თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ?
სამუშაო გამოცდილების აღწერა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • პოზიციის დასახელება
  • კომპანიის სახელი
  • მუშაობის დაწყების და დასრულების თარიღი
  • სამსახურეობრივი მოვალეობების მოკლე აღწერა.
დამსაქმებელისთვის ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს ჩვენს მიერ მიღწეული კონკრეტული შედეგები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ კონკრეტულ გაზომვად შედეგებსაც ჩავაწერთ სივიში. მაგალითად:
  • ჩემი მუშაობის პერიოდში შევძელი გამეუმჯობესებინა კომპანიის გაყიდვები 20%-ით
  • კოპმანიაში ავღმოფხვერი ისეთი პრობლმები როგორებიცაა მარაგების დროულად შევსება, არორგანიზებული საბუთების მოწესრიგება.
  • სწორად ჩატარებული ბუღალტერილი სამუშაოების შესრულებით შევძელი კომპანიისთვის თავიდან ამეცილებინა საგადასახადო ჯარიმები.
რა ფორმით უნდა განათავსოთ თქვენი უნარები რეზიუმეში.

დააჯფუგეთ თქვენი უნარები სათაურის ქვეშ და დაამატეთ ინფორმაცია შემდენაირად.

skills-sectoins
რომელია რეზიუმეს საუკეთესო ფორმა/თემფლეითი?

გაითვალისწინეთ, რომ სრულყოფილი რეზიუმე არ არსებობს. რადგან, თითოეულ რეკრუტერს განსახვებული აზრი და მოთხოვნები აქვს.

მთავარია, რომ რეზიუმე იყოს მარტივად აღქმადი და სექციები შესაბამისად განლაგებული. რათა თქვენს მიერ მოწოდებული ინფომრაცია დამსაქმებლამდე სწორად მივიდეს. ასევე არ დაგავიწყდეთ, რეზიუმეს PDF ფორმატში გაგზავნა.